ქსნის ციხე

ქსნის ციხე

вторник, 6 сентября 2011 г.

ჩემი სოფლის მდინარე


       1პროექტის მთავარი თემა:მდინარე ქსანის წყლის დაჭუჭყიანების დონის გამოკვლევა და გასუფთავების პროგრამის შედგენა
     2.პროექტის აქტუალობა:მდინარის ნაპირებზე მოსახლეობა ყრის ნაგავს რის გამოც ბინძურდება არა მარტო ნაპირები, არამედ წყალიც. აქედან გამომდინარე ეს სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.
     3პროექტის მიზნები:მოსწავლეებს განუვითაროთ დამოუკიდებელი კვლევა–ძიების უნარი, ინფორმაციის   მოძიებისა და დახარისხების, მონაცემთა ანალიზის უნარები და ბუნებასთან ურთიერთობის და გაფრთხილების უნარ–ჩვევა.
    4 მონაწილეთა ასაკი: 14-15წ
    5ვადები:6თვე
    6პროექტის გაფორმება:ნახატები, ფოტოსურათები, მხატვრული ჩანახატები და სხ  .7                                             მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას.
გაკეთდება სტენდი სადაც განთავსდება დაჭუჭყიანებული სანაპიროების ფოტოსურათები. იქვე განთავსდება მოკლე ანოტაციები თუ რა შედეგები შეიძლება მოუტანოს ამან მოსახლეობას. სტენდი განთავსდება სკოლაში. დავამზადებთ იგივე შინაარსის ბუკლეტებს რომელსაც დავარიგებთ მოსახლეობაში. მოვაწყობთ ლასქრობას სათავისკენ. მოსწავლეთა ძალებით მოვაწყობთ დასუფთავების კვირეულს და გავაშენებთ მწვანე ზოლს.
     8 ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელო, ქიმიური ჭურჭელი, ფოტოაპარატი მარკერები, ფურცლები,,  სტენდი, ბიბლიოთეკა,ინტერნეტი, ტრანსპორტი, სასოფლო–სამეურნეო იარაღები, ხე–მცენარეთა ნერგები.
     9  პროექტისმსვლელობა/ძირითადი აქტივობები:
1. ჯგუფების ფორმირებას მოვახდენ სურვილის მიხედვით. იქმნება სამი ჯგუფი. პირველი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას მდინარე ქსანის ისტორიისა და გამოყენების შესახებ. მეორე ჯგუფი  გადაიღებს სანაპიროების ფოტოსურათებს და აიღებს საანალიზო წყლის ნიმუშებს.მესამე ჯგუფი იმუშავებს   გასუფთავების ხერხებზე .2 ინფორმაციის მოძიება.სასურველი ინფორმაციის მიღება შეიძლება სახელმძღვანელოდან, ბიბლიოთეკიდან და ინთერნეტიდან 3.   წყლის საანალიზო ნიმუშების აღება მოხდება სხვადასხვა ადგილიდან სტერილურ ჭურჭელში და გადაეცემა ლაბორატორიას იონური შემადგენლობის განსაზღვრისათვის.
      4  გასუფთავების პროგრამის შედგენაში მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან უფროსებიც. დავუკავშირდებით სოფლის ექიმს და გამგეობას,რადგან საჭირო იქნება ტრანსპორტი ნაგვის გასატანად.ვფიქრობთ ,სანაპიროზე სოფლის გასწვრივ მწვანე ზოლის გაკეთებას, რაშიც დახმარებას ვთხოვთ სანერგე მეურნეობას.
       10საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კვლ.x.1.გეოგრაფია ბიოლოგია.   სოფლის გამგეობის წარმომადგენლები
პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/ ნ.ქავთარაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:neliqavtaradze@gmail.com
13პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:
http://neliqavtaradze.blogspot.com/